კომპანიის შესახებ

ჩვენ გთავაზობთ ახალი თაობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას: მოწყობილობა თესლის მიღებისთვის, მარცვლეულის გაწმენდისა და დაკალიბრებისთვის, მარცვალსაშრობები და სხვა ტექნიკა მარცვლეულის დამუშავებისთვის.
ვახორციელებთ რემონტსა და ახალი მარცვალსაწმენდი კომპლექსების მშენებლობას
ვასრულებთ მარცვლეულის გადარჩევის სრული ტექნოლოგიური ხაზების დაყენებას (გასაღების ჩაბარებით)
შესაძლებელია მოწყობილობისა და მისი კომპლექტაციის ინდივიდუალური დამზადება თქვენი შეკვეთის მიხედვით
ყვება აზოვსელმაშ-ის დირექტორი

სურვილი დავკავდე წარმოებით დიდი ხნის წინ დამებადა, როდესაც მე ჯერ კიდევ საქართველოში ვცხოვრობდი და ცოტა ხანს ვმუშაობდი მეთესლეობის საბჭოთა მეურნეობაში, უკვე მაშინ არსებობდა თესლის დაცულობის პრობლება მარცვლეულის გადამუშავების დროს.

მე იმ დროს მქონდა ბედნიერება მემუშავა «სკ-4»-ს,«სკ-5»-ს, «ნევა»-ს და «კოლოს»-ის ტიპის კომბაინებზე. როგორ იმ დროს, ასევე ახლა, არსებობდა და არსებობს პრობლემა, რომ იმ პერიოდისთვის საუკეთესო მარცვალსაწმენდი მანქანა-დანადგარებზე მარცვლეულის ყველაზე კარგი გაწმენდის დროს 30 პროცენტამდე მარცვლეული აღმოჩნდება უბრალოდ დამტვრეული და ბუნებრივია არ ამოდის.
2015 წელს ღმერთმა მომცა შესაძლებლობა დამეწყო მარცვალსაწმენდი მანქანა-დანადგარებისა და ხარისხიანი არა დაზიანებული მარცვლეულის გადარჩევის მანქანა-დანადგარების წარმოება.

თუმცა მანქანა-დანადგარების პირველივე გამოცდებმა აჩვენა, რომ ყველაფერი არც ისე მარტივია.


ჩვენ 3 წელზე მეტი ვიყავით დაკავებული ისეთი ახალი მანქანა-დანადგარების კონსტრუირებით, მშენებლობითა და გამოცდებით, რომლებიც ისე ახდენს მარცვლეულის გაწმენდასა და დაკალიბრებას, რომ თან არ აზიანებს მას.


ჩვენ ვხაზავდით, ვაშენებდით, ვაძლევდით ფერმერებს გამოცდისთვის, შემდეგ ფერმერების მუშაობის შედეგებიდან, მათი სურვილებისა და შენიშვნებიდან გამომდინარე ისევ რაღაცას ვჭრიდით, თავიდან ვაშენებდით და კვლავ გადავცემდით მათ გამოცდებისთვის, ხოლო მოგვიანებით ჩვენ თავად შევქმენით გამოსაცდელი ბლოკი ჩვენი მანქანა-დანადგარების მუშაობის შემოწმებისთვის.

ბოლოს და ბოლოს, ყველა ჩვენმა შემოწმებამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მანქანა-დანადგარი ვერ იქნება უნივერსალური ყველა სახეობის მარცვლეულის გაწმენდისთვის. არც მეტი, არც ნაკლები. არ შეიძლება მანქანა-დანადგარი იყოს ძალიან მძლავრი და მწარმოებლური და ამავე დროს არ დაკარგოს მარცვლეულის დამუშავების ხარისხი.
რაც უფრო დიდია მანქანა-დანადგარი, მით უფრო იკარგება მარცვლეულთან მუშაობის ხარისხი.

ასევე, შევისწავლეთ რა მსგავსი მანქანა-დანადგარები , პრაქტიკამ აჩვენა, რომ მარცვლეულის მომზადების ნებისმიერი მანქანა-დანადგარი თავად ისე აზიანებს მარცვლეულს, როგორც მარცვლეულის უბრალო გაწმენდის მანქანა-დანადგარები.

მაშინ ჩვენ გამოვიკვლიეთ მარცვლეულთან მუშაობის ყველა ეტაპი, განვსაზღვრეთ მონაკვეთები, სადაც მარცვლეული ზიანდება. ასე დაიბადა ჩვენი მანქანა-დანადგარები.


ჩვენს მანქანა-დანადგარებში ჩვენ გამოვიყენეთ ზოგიერთი რთული ტექნოლოგიები (თვითმფრინავმშენებლობიდან და წყალქვეშა ნავების მოწყობილობებიდან) იმისათვის, რომ შეგვექმნა იდეალური პირობები მარცვლეულთან აკურატული მუშაობისთვის.

მარცვლეულის დაზიანების შემცირების ჩვენი პოლიტიკის გაგრძელებით ჩვენ დავიწყეთ ნელსვლიანი ნორიების და ვიბრო მანქანა-დანადგარების წარმოება.

ჩვენ დღეს დარწმუნებით ვაცხადებთ: ჩვენი მანქანა-დანადგარები არ ამტვრევს მარცვლეულს, ხოლო მარცვლეულის მომზადების ჩვენი ხაზი ძალიან ეფექტურია და რეალურად იცავს მარცვლეულს დაზიანებისგან.

თითოეულ თქვენგანს გთავაზობთ დარწმუნდეთ ამაში: მოდით ჩვენთან, მოიტანეთ თქვენი მარცვლეული (3-4 ტომარა), რომელიც უნდა გაასუფთავოთ და მიიღოთ თესლი.
ჩვენ გაძლევთ თქვენს განკარგულებაში ნებისმიერი მანქანა-დანადგარსა და დამხმარეს, და თქვენ თავად შეგიძლიათ ჩაატაროთ თქვენი მარცვლეულის დამუშავების „ცოცხალი“ გამოცდა და დარწმუნდეთ, თუ როგორ მუშაობს მანქანა-დანადგარი, ნამდვილად აკმაყოფილებს თუ არა ის თქვენს მოლოდინებს. და რა თქმა უნდა, მიიღოთ გადაწყეტილება, გჭირდებათ თუ არა თქვენ ეს მანქანა-დანადგარი. და ეს ყველაფერი უფასოდ.
ჩვენ დიდი მოწიწებითა და პატივისცემით ვეპყრობით მიწათმოქმედების (მიწის მუშების) შრომას და ვცდილობთ ვიყოთ თქვენი დამხმარეები ამ დიად და კეთილშობილ საქმეში, როგორიცაა პურის მოყვანა!!!
ამაში არის ჩვენი მისია.
გაუფრთხილდით მარცვლეულს ჩვენი მანქანა-დანადგარებით

კონტაქტები
AZOVSELMASH
რუსეთი, როსტოვის ოლქი, ქ. აზოვი, დრუჟბის ქუჩა 52

+7 (86342) 3-59-86
+7 (86342) 3-59-58
+7 (958) 544-69-09

mail@azovselmash.com
AZOVSELMASH
რუსეთი, როსტოვის ოლქი, ქ. აზოვი, დრუჟბის ქუჩა 52
+7 (86342) 3-59-86
+7 (86342) 3-59-58
+7 (958) 544-69-09
mail@azovselmash.com
კონტაქტები
© 2020 AZOVSELMASH
მარცვლეულის გაწმენდისა და დაკალიბრების მანქანა-დანადგარები
Change site language